18 წლის მოსწავლეს 2200 ლარიანი ჯარიმა - რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სადამსჯელო სპეცოპერაცია გრძელდება

25.04.24 20:32
18 წლის მოსწავლეს 2200 ლარიანი ჯარიმა - რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სადამსჯელო სპეცოპერაცია გრძელდება

რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სადამსჯელო  სპეცოპერაცია გრძელდება.  მოსამართლე კობა ჩაგუნავა ერთ მეორეს მიყოლებით აჯარიმებს ყველას, ვინც სპეცრაზმელების სისასტიკის მსხვერპლი გახდა. გამონაკლისი არც სკოლის მოსწავლეები არიან. მოზარდის უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად მოსამართლემ ამჯერადაც მხოლოდ შს სამინიტროს პოზიცია გაითვალისწინა. 18 წლის მოსწავლეს 2200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

სანდრო ჯოხაძემ დეტალურად გაიხსენა როგორ დააკავეს და ცემეს სპეცრაზმელებმა. არსებობს მისი დაკავების   ამსახველი ვიდეოკადრებიც. რაც შეეხება მოწმე პოლიციელებს, დღესაც ისინი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ. მოზარდმა ზოგიერთი პოლიციელი საერთოდ ვერ იცნო. არადა სამართალდამცველები ირწმუნებოდნენ, რომ თავად დააკავეს ახალგაზრდა ბიჭი. მოსამართლემ პოლიტიკური დავალება დღესაც პირნათლად შეასრულა და რუსული კანონის გაპროტესტებისთვის სკოლის მოსწავლე დამნაშავედ ცნო.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.