ნარკოტიკის გამო, მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა - სისხლიანი ანგარიშსწორება ზემო თელეთში
მეგობარმა მეგობარი ნარკოტიკის გამო სასიკვდილოდ გაიმეტა. დანაშაული ზემო თელეთში მოხდა. სისხლიანი გარჩევის ფიგურანტები ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ირკვევა, რომ 35 წლის მამაკაცი სახლიდან მოტყუებით ჯერ ერთმა მეგობარმა გაიყვანა, მეორემ კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დავით კუბლაშვილი ადგილზე სისხლისგან დაიცალა. მის ყოფილ თანაკლასელს კი ხელბორკილები დაადეს.
დანაშაულს პირდაპირი თვითმხილველი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი გარჩევის ადგილთან ახლოს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი "პირველებს" ეუბნებიან, რომ ვერ დაინახეს ვინ ვის დაარტყა დანა. პოლიციის მისვლის შემდეგ კი დანაშაული მოკლულის თანაკლასელმა აღიარა. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს, რადგან მოკლულის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მკვლელობა ერთზე მეტმა პირმა ჩადინა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.