აქციაზე დაკავებულ გიგა ჯოხაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

25.04.24 21:00
აქციაზე დაკავებულ გიგა ჯოხაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სადამსჯელო სპეცოპერაცია გრძელდება - 16 აპრილს აქციაზე დაკავებულ ჭავჭავაძის ცენტრის უფროს მკვლევარს, გიგა ჯოხაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. 

"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი გიგა ჯოხაძე აქციაზე სკოლის მოსწავლე ძმასთან, სანდრო ჯოხაძესთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.