ძალიან წუხს მისი უწმინდესობა - ლექსო ლაშქარავას ოჯახში მღვდელმსახური მივიდა

12.07.21 09:21
ძალიან წუხს მისი უწმინდესობა - ლექსო ლაშქარავას ოჯახში მღვდელმსახური მივიდა

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას  პატრიარქის სახელით სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მივიდა და მიუსამძიმრა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება.

შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი.  უსამძიმრებს უწმინდესი და ყველა სამღვდელოება მისი ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი.

ძალიან წუხს მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. პასუხისმგებლობა ალბათ, არის მთელი საზოგადოების, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. 

მომხდარის გამო ჟურნალისტთა კორპუსი პასუხისმგებლობას პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებს და მთავრობის გადადგომას ითხოვს.