ჟურნალისტების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული - შვედეთის საელჩო
"ჟურნალისტების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული" - ასე ეხმაურება ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შვედეთის საელჩო Twitter-ზე.
ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ტვ პირველის ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავს ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელის დაცვაც აუცილებელია", - წერია საელჩოს განცხადებაში.