ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე იწურება - პარლამენტთან აქცია გაიმართება

12.07.21 10:00
ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე იწურება - პარლამენტთან აქცია გაიმართება

პარლამენტის შენობა, 12:00 საათი - "ტვ პირველის" ოპოერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოსთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.

სწორედ ამ დროს იწურება გუშინ მიცემული ულტიმატუმის ვადა. 

პარლამენტთან და მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ამბობვენ, რომ  პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, თუ ძალადობის წამხალისებელი პრემიერი და მისი მთავრობა არ გადადგებიან. 

5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. 

შენიშვნა: ნიკოლოზ ურუშაძის ფოტო