აითაჯის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება - 14 წლის გოგონას დედა და ბიძა განაჩენის მოლოდინში არიან

26.04.24 12:31
აითაჯის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება - 14 წლის გოგონას დედა და ბიძა განაჩენის მოლოდინში არიან

აითაჯის დედა და ბიძა განაჩენის მოლოდინში არიან. ამ წუთებში რუსთავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის მოკლული გოგოს საქმის დასკვნითი სასამართლო პროცესი იწყება. არ არის გამორიცხული, მოსამართლემ ორი ბრალდებულის წინააღმდეგ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

იძულებითი ქორწინების მსხვერპლი მოზარდის ნათესავებს გამოძიება დანაშაულის დაფარვას და არასრულწლოვანი გოგონას იძულებით გათხოვას ედავება. ამ საქმეზე ჩვენება მიცემული აქვს ათობით მოწმეს, თუმცა უმრავლესობას ეგანა მაგარამოვას სასარგებლოდ.

ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ ეგანა მაგამაროვას მოსამართლე დღეს ერთ მუხლს ჩამოაშორებს და მას მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება დარჩება და ჯამშ, ის სასჯელს 3 წლამდე მოიხდის. რაც შეეხება მოკლული 14 წლის გოგონას ბიძას, ინტერესების დამცველი დარწმუნებულია, რომ მასთან მიმართებაშ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. 

ეგანა მაგამაროვას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის და დასკვნითში რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კანონი ამბობს ერთს: თუ ჩვენება არ მისცა ოჯხსი წევრმა, ეს ჩვენება ვერ იქნება გამოყენებუი ვერცერთი განმარტების დროს. სხვა მოწმეებიც ერთმნიშვნელოვნად დედის უდანაშუალობაზე საუბრობდნენ, მკაფიოდ აფიქსირებდნენ, რომ დედას არ ჰქონია რაიმე ცუდი განზრახვა, პირიქით, 18 წლის თემა დედისგან იყო ინიცირებული. ქალბატონი ეგანა იყო მუქარის მსხვერპლი და შეუძლებელია, რომ ამ პირობებში ვინმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, - ამბობს ადვოკატი. 

საპირისპიროს ამტკიცებს პოკურატურა. ბრალდების მხარე დარმწუნებულია, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ბრალდების მიერ 13 წის ბავშის მიმართ  განხორციელებულ ქმედებებს, ქორწინების იძლებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. დედისა და ბიძს მიმართ არსებობს როგორც პირდაპირი ასევე ირიბი მტკიცებულებები, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა 13 წლის გოგონას მიმართ როგორც ქორწინების იძლება, ისე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის შეუტყობინებლობა, - ამბობს პროკურორი. 

შეგახსნეებთ, რომ საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა  27 წლის ასიმ ასლანოვმა სასიკვდილოდ დაჭრა და გაქიცა.  კაცს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, შეიარაღებული მოძალადის დაკავება 10 ოქტომბერს მოხერხდა. 

მალევე გაირკვა, რომ კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აითაჯი ტყვეობიდან დაღწევას ცდოლობდა. 

საქმის მასალების მიხედვით, აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი ასიმ ასლანოვზე დანიშნეს.