საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელია - ლიეტუვის საგარეო უწყება

12.07.21 10:19
საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა  შოკისმომგვრელია - ლიეტუვის საგარეო უწყება

ლიეტუვის საგარეო უწყება ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს საქართველოში ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობას ეხმაურება. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია,  რომ ლიეტუვა შოკირებულია საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებით. 

საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა  შოკისმომგვრელი და მიუღებელია. მთავრობამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ და  დაუშვას ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების დამოუკიდებელი გამოძიება.ნებისმიერი სხვა კურსი არის შეუსაბამო საქართველოს დემოკრატიულ მონაპოვართან“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების  განცხადებაში.