“ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - კონგრესის შემდეგ დოკუმენტური ფილმი American Enterprise Institute-შიც აჩვენეს

26.04.24 15:43
“ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - კონგრესის შემდეგ დოკუმენტური ფილმი American Enterprise Institute-შიც აჩვენეს

ამერიკის კონგრესის შემდეგ დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება გაიმართა ავტორიტეტულ ამერიკულ ორგანიზაციაში American Enterprise Institute-ში. ფილმის ჩვენებას წინ უძღოდა დისკუსიაც აფხაზეთში ქართველების გენოციდის, რუსეთის დანაშაულებისა და რუსული კანონის შედეგად საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე.

ჩვენება ასევე გაიმართა უკრაინულ სახლში, ვაშინგტონში, სადაც “ბუჩამდე იყო აფხაზეთთან” ერთად დამსწრეებს უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ფილმი აჩვენეს. დოკუმენტური ფილმი “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია.

ვისარგებლეთ ამ ისტორიული მომენტით და გვქონდა შესაძლებლობა, პირველ რიგში, კონგრესში გვეჩვენებინა ფილმი „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი ყურადღებაც გვჭირდება ჩვენი ქვეყნის რეგიონთან მიმართებაში, ეს ჩვენი გზავნილი მიგვეტანა. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ გარემოებები დღეს ბევრად უფრო ხელსაყრელია იმისთვის, ვიდრე იყო ნებისმიერ წარსულ მომენტში და მთავრობა რომ იყოს ამაში ჩართული, ბევრად მეტის გაკეტება იქნებოდა შესაძლებელი, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.