ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო კიდევ 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, განცხადებით, "სირცხვილიას" ოფისში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო კიდევ 1 პირი დააკავეს. მას ბრალად ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა და ჯგუფური ძალადობა ედება.
დაკავებული 1992 წელს დაბადებული დ.კ.-ა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ოფისში თავდასხმის დროს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სცემეს ოპერაოტორი ლექსო ლაშქავარა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი ნახეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.