აითაჯის საქმე დასკვნით ეტაპზეა - გაუშვებენ თუ არა ციხეში 14 წლის გოგონას დედას და ბიძას?

26.04.24 20:46
აითაჯის საქმე დასკვნით ეტაპზეა - გაუშვებენ თუ არა ციხეში 14 წლის გოგონას დედას და ბიძას?

 

 

14 წლის მოკლული აითაჯის საქმე დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე დღეში გაირკვევა, დატოვებს თუ არა ციხეში მოსამართლე აითაჯის დედას და ბიძას, რომლებიც გამოძიების მტკიცებით, გოგონას ქორწინებას აიძულებდნენ, შემდეგ კი დანაშაულს მალავდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს. ჩვენება სასამართლოს ათობით მოწმემ მისცა, რომლებიც დაკავებულების სავარაუდო დანაშაულზე მიუთთითებდნენ. 30 აპრილს სხდომათა დარბაზში დუმილს დაარღვევს ბრალდებული დედა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები