"ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას" - 30 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება

26.04.24 22:13
"ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას" - 30 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება

"არა რუსულ კანონს" - ამ სლოგანით 30 აპრილს, პარლამენტთან, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება

აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შესაძლებელია, რუსული კანონის მოსმენა 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს, ან 3 მაისს გაიმართოს. 

მათი თქმით, სავარაუოდა, რომ ერთ დღეს დაწყებულმა მეორე მოსმენამ კენჭისყრისთვის მეორე დღეს გადაიწიოს.

30 აპრილს, 19:00- საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას . საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოსმენა ორშაბათს, 29 აპრილს არის დაგეგმილი. იურიდიულ კომიტეტის სხდოამ დილის 9 საათზე დაიწყება.