"შეშა არ გვქონდა და ტანსაცმელს წავუკიდეთ ცეცხლი" - გომის მთის ტრაგედიის დეტალები

16.03.21 11:11
"შეშა არ გვქონდა და ტანსაცმელს წავუკიდეთ ცეცხლი" - გომის მთის ტრაგედიის დეტალები

გომის მთაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე  "ტვ პირველთან“ გადარჩენილებმა თავად ისაუბრეს. 4 ახალგაზრდა, რომელიც გომის მთაზე იმყოფებოდა, ქარბუქში მოჰყვა. ყინვას 24 წლის ვაჟა ანდღულაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.  გადარჩენილი მეგობრები ტრაგედიის დეტალებს იხსენებენ და ყვებიან, რა ხდებოდა მაშინ,სანამ მაშველები დახმარებას აღმოუჩენდნენ.

ვეღარ დადიოდა, თოვლში რამდენჯერმე  წაიქცა, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გარდაიცვალა არ ვტოვებდით 12 საათის განმავლობაში, გვერდზე გვეწვა, სანამ მაშველები არ ამოვიდნენ. შეშა არ გვქონდა და ტანსაცმელს წავუკიდეთ ცეცხლი, რომ გაგვეთბო, მაგრამ ვერ ვუშველეთ. უცებ შეიცვალა ამინდი. ერთმანეთს ვაღვიძებდით, რომ არ დაგვძინებოდა - ამბობს ერთ-ერთი გადარჩენილი.

ტრაგედია  12 მარტს მოხდა-გომის მთაზე ასული თანასოფლელები  ქარბუქში მოყვნენ,ძლიერი ყინვის გამო კი 24 წლის ახალგარდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი ახალგაზრდა კი 10 საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ  უმძიმეს  მდგომარეობაში მაშველებმა იპოვეს.

 

 

მსგავსი სიახლეები