საბერძნეთში ქართველმა კაცი დაჭრა
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, ქალაქ სიტიაში ქართველმა 43 წლის კაცი დაჭრა. მედია წერს, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ქართველი ქუჩაში გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც კაცმა მას შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ, ქართველი ახალგაზრდა კაცს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მხარში დაჭრა.
საქართველოს მოქალაქე კი პოლიციამ ადგილზე დააკავა. დაჭრილი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.