"29 აპრილს მიტინგზე წამსვლელთა მსურველებმა, ჩაეწერეთ ..." - ახალი წარწერით შეცვლილი განცხადება სამუსიკო სკოლაში
როგორ ემზადება "ქართული ოცნება" რუსული მარშისთვის? "აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს 29 აპრილს აქციაზე წასვლას" - მსგავსი შინაარსის წარწერებით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სართულები ააჭრელეს. კონსერვატორიის პედაგოგებს ფაქტობრივად აიძულებენ, რომ თბილისში ხელისუფლების საპროტესტო აქციაზე დადგნენ და რუსული კანონის მხარდამჭერ განცხადებებს ტაში დაუკრან.
სკანდალური ფაქტები პირველად გამოცემა "ბათუმელებმა" გაასაჯაროა. "ბათუმელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ტექსტში ბეჭდვის დროს შეცდომა გაეპარათ, რომელიც უნდა გამოასწორონ. სამუსიკო სკოლაში შეცდომა გამოასწორეს, თუმცა დღეს, ადგილზე მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს ახალი წარწერა დახვდათ.
"29 აპრილს მიტინგზე წამსვლელთა მსურველებმა, ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან". - გამოკრულია სამუსიკო სკოლის სართულებზე.
"პირველებს" ადგილზე უთხრეს, რომ ინდირა ლაზიშვილი დღეს სამსახურში არ იმყოფება.
სამუსიკო სკოლის მასწვალებლები ამბობენ, რომ განცხადება დღეს ასე დახვდათ გამოკრული, კითხვაზე მიდიან თუ არა 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე, აცხადებენ, რომ არა, რადგან სამუსიკო სკოლაში ღონიძიება აქვთ.
"პირველებმა" ადგილზე იპოვა ისეთი პედაგოგებიც, რომლებმაც საერთოდ არ იცინ, თუ რა ხდება 29 აპრილს და ჩაწერა ისეტებიც, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ წავსლა არ უნდათ.
"პედაგოგები მიტინგებზე არ უნდა დადიოდნენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს"- ამბობს მასწავლებელი.
სამუსიკო სკოლის დირექტორი კი "პირველებთან" ამბობს, რომ წინა განცხადებას ტექტსი სხვა განაცხადებიდან გადმოჰყვა და განათლების სამინისტროს დაფინანსებაზე საერეთოდ არ იყო საუბარი.
არავითარ დაფინანსებაზე აქ არ იყო საუბარი, შეცდომა გაიპარა, გადმოყოლილი იყო სხვა განაცხადებიდან ტექსტი. ჩვენი სკოლა უერთდება ყველა საუკეთესო წამოწყებას", - ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი
რაც შეეხება განათლების სამინისტროს, უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, არაფერს ამბობენ "ოცნებაშიც"