"არა რუსულ კანონს" - 29 აპრილს, 17:00 საათზე ვაკის პარკში საპროტესტო აქცია გაიმართება

27.04.24 15:55
"არა რუსულ კანონს" - 29 აპრილს, 17:00 საათზე ვაკის პარკში საპროტესტო აქცია გაიმართება

"არა რუსულ კანონს" - ამ სლოგანით 29 აპრილს, 17:00 საათზე ვაკის პარკში საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სამოქალაქო ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაღვივებას ეწინააღმდეგებიან, ამიტომ 5 საათზე ვაკის პარკში გააპროტესტებენ "ოცნების" ინიციატივას.

ორშაბათს, 29 აპრილს, რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება.

პარალელურად ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.

ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას.

თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს.

შემოგვიერთდით.

ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს.

გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან" - წერენ აქციის ორგანიზატორები.