"ბარიკადები გამოხატვაა იმისა, რომ "ოცნებას" ხალხთან ფიზიკურადაც კი არ უნდა ახლოს მისვლა" - სტუდენტი

27.04.24 17:37
"ბარიკადები გამოხატვაა იმისა, რომ "ოცნებას" ხალხთან ფიზიკურადაც კი არ უნდა ახლოს მისვლა" - სტუდენტი

"ქართული ოცნების" რკინის ჯებირებს ახალგაზრდები წინ უდგებიან - სტუდენტები პარლამენტის რკინის კონსტრუქციებით შემოღობვის უკან ხელისუფლების უკიდურეს შიშს ხედავენ.

"ბარიკადები გამოხატვაა იმისა, რომ "ოცნებას" ხალხთან ფიზიკურადაც კი არ უნდა ახლოს მისვლა" - ამბობს სტუდენტი და იქვე ამატებს, რომ ივანიშვილის გუნდსა და მოსახლეობას შორის ხიდია ჩატეხილი.

ფიქრობენ, რომ 28-ში ხალხს შეკრებაში ხელი შეუშალონ. მგონია, რომ თავიანთი აქციის დროსაც იქნება ეს ბარიკადები, რადგან მათთვის ხომ არ არის ახალი ფაქტი ეს. თან ვითომ ხალხთან რომ არიან და რეალურად, ხალხს აშორებს არა მხოლოდ ეს პატარა რკინის ბარიკადები, არამედ ძალიან დიდი რაღაცით არიან ხალხთან დაშორებულები. ეს უბრალოდ გამოხატვაა იმის, რომ თითქოს, ხალხთან ფიზიკურადაც კი არ უნდათ ახლოს მისვლა. არიან ძალიან შეშინებულები და ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ამის გამოხატულებას. მათ რომ არ ეშინოდეთ ხალხის, ამ ბარიკადებს დღეს აქ ვარ ვნახავდით", - ამბობს სტუდენტი.

"ქართული ოცნება" კონტრაქციისთვის ემზადება - პარლამენტთან განსაკუთრებული სამზადისია დაწყებული. თავდაპირველად, საკანონმდებლო ორგანო რკინის კონსტრუქციებით შემოღობეს, შემდეგ კი დამატებითი ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ წუთებში სცენას ამონტაჟებენ.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, 19:00 საათზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. სამოქალაქო საზოგადოება რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, 29 აპრილს "ოცნების" კონტრაქციაა დაგეგმილი. ხელისუფლება მოქალაქეებს რეგიონებიდან ჩამოიყვანს და სამთავრობო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. ღონისძიებაზე სიტყვით ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე წარდგებიან.