ქართული კინო საფრთხეშია! - ხელოვანებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

28.04.24 10:50
ქართული კინო საფრთხეშია! -  ხელოვანებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

ქართული კინო საფრთხეშია. ხელოვანებმა განგაშის სიგნალი ჩართეს. მმართველი პარტიის მიერ მოფიქრებული ჰომოფობიური საკონსტიტუციო პროექტით,,  ფაქტობრივად, კინოში საბჭოთა სტილის ცენზურა წესდება. 

უკვე კვირაზე მეტია "ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონ-რეგიონ დადიან და ხალხს ეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღება საჭიროა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ პირდაპირ თქვა, რომ შესაძლოა, ფილმები იმგვარად გაეშვას დიდ ეკრანებზე, რომ რაც სპეციალურად შექმნილ მარეგულირებელს არ მოეწონება, ის ფრაგმენტები საერთოდ ამოიღონ ნამუშევრიდან.

ეს მინიშნებები კინემატოგრაფისტებს საბჭოთა დროინდელ ცენზურას აგონებთ. არადა, ამ დროს შემოქმედებით პროცესში ჩარევის დაუშვებლობას, კონსტიტუციის მე-20 მუხლი არეგულირებს. "არ დავუშვებთ ცენზურას, ვიქნებით უკომპრომისოები? - წერენ ხელოვანები.