ბინის ქურდობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28.04.24 10:54
ბინის ქურდობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 23 წლის მამაკაცს ბინის ქურდობას ედავებიან. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ბინიდან ძვირფასეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები ჩანთებით გაიტანა.

დაკავებულის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს - ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც იტალიელებს სახლში ჰქონდათ დამონტაჟებული. არსებული ცნობებით, ქართველ მამაკაცს  თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. იტალიელი სამართალდამცველები ახლა გაქცეულ დამნაშავეს ეძებენ, დაკავებული კი რებიბიას ციხეში გადაიყვანეს.