"უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე" - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

28.04.24 12:09
"უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე" - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

უცხოური გავლენების გამტარის რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება. დონორების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზია ხელისუფლებას არგუმენტირებულად უსაბუთებს, რის გამო გმობენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას.

ძალადობის მსხვერპლი ქალების, ბაშვების, პრობაციონერებისა და მოხუცების უფლებებზე მომუშავე ადამიანები, ვინც უცხოეთიდან მღებული დაფინანსებით ქართველებს ცხოვრების გაუმჯობესებაში ეხმარებიან, იარლიყების მიკვრაზე უარს ამბობენ.

ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია. 
ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის.
სოციალური მუშაკები უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!, - ნათქვამია ორგანიზაციის განცახდებაში. 

რუსულ კანონს არას ეუბნებიან ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებიც. ქუთაისის მერიის საკონსულტაციო ორგანოს თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მავნე კანონის ამოქმედებით ქვეყნის ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ დადგება და ეს ყოველივე დონორებისთვისს მადლობის ნაცვლად, უმადურობის ტოლფასი იქნება.