არა რუსულ კანონს! - ქართველმა ემიგრანტებმა სტრასბურგში აქცია გამართეს
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა სტრასბურგშიც. ქართველი ემიგრანტები ევროპის პოლიტიკურ ცენტრში შეიკრიბნენ და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტეს. იძულებით შრომით მიგრაციაში წასული ქართველები ამბობენ, რომ საქართველოში ახლა რუსეთის ხელით დასმული ოლიგარქია, რომელიც რუსულ დავალებას ასრულებს.
საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა კიდევ ერთხელ ღიად და მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - სკანდირებნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეებს შორის რუსული ოკუპაციის გამო დევნილობაში გაზრდილი ადამაინებიც იყვნენ.