არალეგალურად ცხოვრება და მუშაობა ევროპაში - პოლონეთში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. ეჭვმიტანილებს ევროპაში არალეგალურად ცხოვრებასა და მუშაობაში ედებათ ბრალი. ქართველებს ხელბორკილები სილეზიასა და მიკოლოვში დაადეს. დაკავებულებს ახლა 30 დღიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვონ.
ექვსივე მათგანს ორი წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული აქვს.