ერას მოედანი, 19:00 საათი - რუსულ კანონს ხვალ ბათუმშიც გააპროტესტებენ

28.04.24 16:21
ერას მოედანი, 19:00 საათი - რუსულ კანონს ხვალ ბათუმშიც გააპროტესტებენ

რუსულ კანონს ხვალ საქართველოს მოქალაქეები ბათუმშიც გააპროტესტებენ. საღამოს 19:00 საათზე ერას მოედანზე მიდის ყველა, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა. ანტირუსულ დემონსტრაციაზე იქნებიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები. საორგანიზაციო ჯგუფი ბათუმის ქუჩებში ამ წუთებში საინფორმაციო კამპანიას ატარებს. 

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის კვალდაკვალ საქართველოს ყველა ქალაქში ისმოდეს "არა რუსულ კანონს!". ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ივანიშვილს, პუტინს, "ქართული ოცნების" ერთი მუჭა ჩინოვნიკებს, რომ არ შევეგუებით ამ ქვეყნის რუსეთში წასვლას და მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ბათუმში, საღამოს 19:00 საათზე შეიკრიბნონ ჩვენი თანამოქალაქეები და აქედანაც გავგონოთ ხმა ივანიშვილის "ქართულ ოცნებას", - ამბობს "ახალის" წევრი გიორგი კირთაძე.