როგორ აგროვებს "ოცნება" ხალხს აქციაზე ჩამოსაყვანად - "პირველებმა" სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა
ოზურგეთში პანიკაა. ბაგა - ბაღების თანამშრომლების ჩატიდან გამოჟონა აუდიოჩანაწერმა, სადაც ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი პედაგოგებს აფრთხილებს, არ ილაპარაკონ საჯაროდ, რომ ხვალ რუსულ მარშში მონაწილოების მისაღებად გურიდან თბილისში მოჰყავთ.
სკანდალური ჩანაწერი, "პირველების" ჟურნალისტმა მოიპოვა. აუდიომასალით რკვევა, რომ ხელისფლების ორგანიზებული აქციის გამო ხვალ ოზურგეთში ბაგა-ბაღები უნდა დაკეტილიყო, მაგრამ რადგან ამბავი გახმაურდა, რამდენიმე თანამშრომელს დედაქალაქში რუსული კანონის დასაცავად აღარ წამოიყვანენ.
გამარჯობა, გოგოებო, მრავალ ბზობას დაესწარით. მოკლედ, რასთან დაკავშირეით გწერთ ახლა, ახლა დამირეკა გოგელიამ და არ ველაპარაკე, კი არ გამეცნო, მითხრა, რომ დავალებით ვრეკავ, ვითომ ნინო სიხარულიძის... 5 77-ით იწყება მისი ნომერი.. სიებთან დაკავშირებით რეკავდა და თუ ვინცობაა თქვენ დაგირეკოთ, არ ველაპარაკებით არაფერს საერთოდ, არც სიებზე, არც ბაღის დახურვაზე თუ გახსნაზე, არაფერს საერთოდ...უთიშავთ ტელეფონს, - ამბობს ცხემლისხიდის საბავშვო ბაღის მენეჯერი ნინო ვაშაყმაძე.
ადგილობრივი ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ მმართელი პარტია აპრობირებულ მეთოდს მიმართავს და ხვალინდელ აქციაზე საჯარო მოხელეები იძულებით და მუქარით მიჰყავთ.
ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო წინასაარჩევნო სამზადისი და როგორც სჩვევიათ, იძულებით, მუქარით მიჰყავთ ადამიანები იმ აქციაზე, ე.წ. რუსულ მარშზე, სადაც ადამიანებს, ფაქტობრივად, არანაირი სურვილი არ აქვთ წასვლის, მაგრამ იძლეულს ხდიან, - ამბობს ენმს წევრი თათია ნიკოლაშვილი.