"თმებზე მომქაჩა და ძირს დამანარცხა" - ბრიტანელი ქალი საქართველოს მოქალაქეს სასამართლოში უჩივის
ბრიტანელი ქალი საქართველოს მოქალაქეს სასამართლოში უჩივის. ქალი ამტკიცებს, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა. დაპირისპირება ყოფილ მეუღლეებს შორის ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ თეთრიწყაროში მოხდა. ქალი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე მას მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით გაუსწორდა.
დაზარალებული ყვება, რომ ყოფილმა მეუღლემ მას ჯერ ტელეფონი წაართვა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. მოძალადისგან თავის დასაცავად ბრიტანეთის მოქალაქე სახლის მეორე სართულზე ჩაიკეტა, მისი გადარჩენა კი ბრიტანეთის საკონსულომ და შსს-მ შეძლო.
ქალი ირწმუნება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა,რ ოდესაც ყოფილი ქმარი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
ყველაფერი ცხადად მახსოვს. ამ ინციდნტის შემდეგ ღამის კოშმარები დამეწყო. ჩემი მეუღლე მოულოდნელად ძალიან აგრესიული გახდა, გვიყვიროდა, თმებზე მომქაჩა და ძირს დამანარცხა. ეს ყველაფერი ჩემი შვილის და მისი პატარ დისშვილის თვალწინ გააკეთა. ვეცადე, ვიდეო გადამეღო, მაგრამ ტელეფონი წამართვა და მითხრა,რ ომ თუ სახლიდან გაქცევას შევეცდებოდი, მომკლავდა. მე ოთახში ჩავიკეტე ჩემს შვილთან ერთად სახლის მეორე სართულზე და მთელი დღის განმავლობაშ საჭმელად ვერ გავედი, რადგან ის კართან იდგა და კიდევ რამეს დამიშავებდა. როცა ტელეფონის დაბრუნება შევძელი, შესაბამის უწყებაში დავრეკე. 18 რიცხვში დააკავეს ჩემი მეუღლეს. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს სკოლის დირექტორი მისი დედა უყურებს და არ გეხმარება, არ რეკავს პოლიციაში, ოჯახის არცერთი წევრი არ დამხმარებია. ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩემი შვილიც. ის ამ ყველაფრის შემსწრეა, რის გამოც შიშები დაეწყო, - ამბობს ანა ფექჰები.
საქმის ოქროს მოწმეები სწორედ მცირეწლოვანი ბავშვები და გიორგი ჯაშიაშვილის დედაა, რომელიც შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ძალადობაში ბრალდებული ჯაშაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.