ქართველი ოპერატორი ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა - უცხოური მედიის გამოხმაურება

12.07.21 11:52
ქართველი ოპერატორი ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა  - უცხოური მედიის გამოხმაურება

უცხოური მედია ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მიუთითებენ, რომ ქართველი ოპერატორი ნაციონალისტური და ჰომოფობიური ჯგუფების მსხვერპლი გახდა.

BBC ყურადღებას ამახვილებს, რომ ლაშქარავას თავს 5 ივლისს დაესხნენ და მან  მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ბრიტანული გამოცემა მიუთითებს, რომ ქვეყანა ევროპის კონტინენტზე მდებარეობს, თუმცა მაინც ძალიან კონსერვატიულია და ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები. 

ქართველი ოპერატორის დაღუპვას ეხმაურება გერმანული გამოცემა DW, რომელიც წერს, რომ ლაშქარავა ქართველი ულტრამემარჯვენე ძალების მსხვერპლი გახდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე ძალადობის გამო ღირსების მარში ჩაიშალა და ეს საერთაშორისო აღშფოთების მიზეზი გახდა. 

The Guardian  წერს,  პრემიერ ღარიბაშვილს მედია მოუწოდებს, რომ მან პასუხისმგებლობა აიღოს მომხდარზე.  გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები წარსულშიც მომხდარა. სტატიაში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნება" ჰომოფობიური ჯგუფების მხარდაჭერაშია მხილებული. 

 

 

მსგავსი სიახლეები