"არა რუსულ კანონს, ეს ქვეყანა ჩვენია" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად დატანილ წარწერებს შლიან

29.04.24 09:35
 "არა რუსულ კანონს, ეს ქვეყანა ჩვენია" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად დატანილ წარწერებს შლიან

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების მიერ კედლებზე დატანილ სიმბოლურ წარწერებს შლიან - ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "გაწმენდითი" სამუშაოები მიმდინარეობს.

"ქართული ოცნების" დავალების შემსრულებლები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე ივანიშვილის გუნდის ინიციატივის წინააღმდეგ მიმართულ ბანერებსაც ხევენ.

იურიდიული კომიტეტის სხდომა დაიწყო - "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიღებული რუსულ კანონის განხილვა დღეს, 09:00 საათზე განაახლა.