პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონეა ამოქმედებული - კინოდარბაზში მუშაობის უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებს აძლევენ

29.04.24 11:04
პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონეა ამოქმედებული - კინოდარბაზში მუშაობის უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებს აძლევენ

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონეა ამოქმედებული - საკანონმდებლო ორგანოს კინოდარბაზში მუშაობის უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებს აძლევენ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპერატორებს არ უშვებენ, ამიტომ მედიის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებამოსილების შესრულება კრიტიკულ პირობებში უწევთ.

ცნობისთვის, საკომიტეტო მოსმენის გამო, საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედიებს არ უშვებენ.