ადმინისტრაციული პატიმრობა თუ გირაო - აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილის პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

29.04.24 12:16
ადმინისტრაციული პატიმრობა თუ გირაო - აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილის პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დიღმის იზოლატორშია მოთავსებული. ალექსი პეტრიაშვილი ხულიგნობის და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვისაა დაპატიმრებული. ექს მაღალჩინოსანს პარლამენტის წინ ხელბორკილები იმ დროს დააადეს, როცა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა.

პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება, სადაც გაირკვევა, შეეფარდება ექს მაღლჩინოსან ადმინისტრაციული პატიმრობა თუ გირაო. 

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე, რომელიც აქციაზე ექს მაღალჩინოსანთან ერთად იმყოფებოდა, მომხდარს იხსენებს და ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს. 

გუშინ ასი ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშზე და ჩვენ ყველანი ერთად ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ რუსული კანონი იყოს გაწვეული. ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ბუკა იდგა ახლოს პოლიციის კორდონთან, სადაც ითხოვდა, რომ შეეშვათ რამდენიმე ახალგაზრდა, ვისაც უნდოდათ დროშებით ასვლა სცენაზე. ეს იყო უწყინარი, ხელებაწეული იდგა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მე ცოტა მოშორებით ვიდექი და თავიდან ვხედავდი ამ ყველაფერს კადრში, შემდეგ კი რაღაც მომენტში, როცა წიწაკის სპრეი გაუშვეს, დავკარგე თვალსაწიერიუდან. გადავახვიე კადრები, მერე სახლში როცა მივედი და ვნახე, ყველგან დგას ხელებაწეული, ელაპარაკება პოლიციელებს და რაღაც მომენტში, ათობით პოლიციელი ეცა და შეათრიეს ბუჩქებში, აიყვანეს და გაქრა. დიდი ანი არ ვიცოდით სად ჰყავდათ, ღამის ალბათ 2-3 სათი იყო, რომ გავიგეთ, რომ გადაიყვანეს დიღმის იზოლატორში. ახლა მოვედი, შევუტანე გზავნილი, წყალი... ასეთი საოცრება ხდება რუსული რეჟიმის ქვეყანაში, ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ჰყავთ დაკავებული რუსული კანონის გაპროტესტების გამო. ეს არის დიდი სირცხვილი "ქართყლი ოცნების". ცხადაია, ამას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯები. ეს არი გზავნილი, რომ "ყველას დავუჭერთ", მაგრამ ჩვენს გვაქვს ერთი გზანილი თქვენთვის, რუსულო ოცნებავ, ვერ დაგვიჭერთ ყველას და თქვენ კი აუცილებლად ცუდად დაამტავრებთ, - ამბობს ეკა მიშველაძე.