რუსული მარშის გამო, პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი - თბილისის ქუჩები ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს

29.04.24 12:55
რუსული მარშის გამო, პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი - თბილისის ქუჩები ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს

ევროკავშირის საწინააღმდეგო რუსული მარშის გამო, პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი - თბილისის ქუჩები ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

დროებით გაუქმებულია მუნიციპალური ავტოსადგომები და დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს საპარკინგე სივრცეებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ.

გადაკეტილია როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ათონელისა და აღმაშენებლის ხეივანი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები "პირველებთან" ამბობენ, რომ სამუშაოების ჩატარება სამთავრობო აქციას უკავშირდება.

რაიმე პრობლემაა? ღონისძიება ტარდება და მაგიტომ გადავკეტეთ. ნებისმიერი ღონისძიება, ეს პოლიტიკური იქნება, რელიგიური თუ კულტურული იქნება, საპატრულო პოლიცია არის ყველგან ჩართული. მიმდინარეობს სამუშაოები. უსაფრთხოებისგან გამომდინარე დაკეტილია რუსთაველის გამზირი. ამაში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ", - ამბობს პოლიციის თანამშრომელი.

რაც შეეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე საზოგადოების პოზიციას, არსებობს ვარაუდები, რომ ტერიტორიას "ოცნების" დავალებით რეგიონებიდან ჩამოყვანილ ადამიანებს უთავისუფლებენ.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროცესი მიზანმიმართულია. მათი თქმით, საქართველოს მასშტაბით თბილისისკენ კოლონებია დაძრული, რომელთაც დედაქალაქში საპარკინგე სივრცე დასჭირდებათ.