"იქ რომ მოვალ, მოვისმენ ყველაფერს" - რუსული მარშის მონაწილეებმა არ იციან, რისთვის ჩამოჰყავთ თბილისში

29.04.24 13:22
"იქ რომ მოვალ, მოვისმენ ყველაფერს" - რუსული მარშის მონაწილეებმა არ იციან, რისთვის ჩამოჰყავთ თბილისში

"ქართულ ოცნებას" საჯარო მოხელეები იძულებით ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციაზე მთელი საქართველოდან მოჰყავს. მერიის, საკრებულოების და აიპების თანამშრომლებით სავსე მიკროავტობუსები და მანქანები სამეგრლოდან და იმერეთიდან უკვე დაიძრნენ. თბილისიში წამოსსასვლელად გამზადებულებმა ისიც კი არ იციან, რა მიზნით უნდა შეურთდნენ აქციას. ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი. ხალხს რეგიონებში უთხრეს, რომ დედაქალაქში ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად და სააკაშვილის ციხეში დასატოვებლად უნდა წავიდნენ.  

იქ რომ მოვალ, მოვისმენ ყველაფერს, რა განიხილება, - ამბობს რუსულ მარში მონაწილე.

კიევ ერთი მოქალაქე ამტკიცებს, რომ აქციაზე სიწმინდის დასაცავად მიდის.

საქართველოს და სიწმინდის დასაცავად მივდივარ. თქვენ ხართ ოკუპანტი, მწამებლები და ავადმყოფები, - ამბობს მოქალაქე.

თბილისში წამოსასვლელად გამზაებულები მედიის წინააღმდეგ აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ცუდი არაფერია და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება.

ამ კანონში არაფერია გლახა, ეს არის გამჭვირვალობის კანონი. გვინდა რომ იყოს მშვიდობა, არ იყოს დესტაბილიზაცია, - ამბობს რუსული მარშის მონაწილე.