პარლამენტის წინ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიერ გზაზე დატანილ სიმბოლურ წარწერებს შლიან
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების მიერ გზაზე დატანილ სიმბოლურ წარწერებს შლიან.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ "გაწმენდითი" სამუშაოები მიმდინარეობს. დასუფთავების სამსახურის წარმომდგენლები სპეციალური საშუალებებით პერიმეტრს წმენდენ და და ტერიტორიას სამთავრობო აქციისთვის ამზადებენ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება. მმართველ პარტიას ძალების დემონსტრაციის მიზნით, საჯარო უწყებაში დასაქმებული ადამიანები სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოჰყავს. სამთავრობო აქციის პარალელურად, რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ვაკის პარკში 17:00 საათზე შეიკრიბებიან და "ოცნების" ინიციატივას კიდევ ერთხელ ეტყვიან არას.