შსს-ს მიერ დაკავებული პირი ტვ პირველის ოპერატორზე თავდამსხმელი დავით კუტალაძეა

12.07.21 12:50
შსს-ს მიერ დაკავებული პირი ტვ პირველის ოპერატორზე თავდამსხმელი დავით კუტალაძეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ დაკავებული პირი დავით კუტალაძეა. ის ბრალდებულია ,,სირცხვილიას" ოფისში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში.

დავით კუტალაძე 5-6 ივლისის ამბების დროს გამოირჩეოდა აგრესიითა და ჰომოფობიური განცხადებებით. გუშინ, იმ დროს, როცა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულ გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დავით კუტალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც  განაცხადა, რომ ,,მიიღეს ის, რაც უნდოდათ". 

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლებით დავით კუტალაძეს 6 წლამდე პატიმრობაა ემუქრება.