საჯარო მოხელეების მობილიზაცია გორში - "დეზინფექციის" მოტივით დაკეტილ სპორტდარბაზში სპეცშტაბი გახსნეს
"ქართული ოცნება" სპეცსიებით სათითაოდ ითვლის ხალხს, ვინც დღეს რუსული კანონის მხარდასაჭერად ქუჩაში უნდა დააყენოს. გორში სპეცშტაბიც კი შემქნეს, სადაც ხალხს აგროვებენ და შემდეგ მირკოავტობუსებით თბილისში უშვებენ. უმეტესობა საჯარო მოხელეა. დარცხვენილი ხალხი კამერების გამოჩენის შემდეგ იმალება და მანქანებში იკეტება.
გორის სპორტდარბაზი, რომელიც გუშინ დეზინფექციის მიზეზით დაკეტეს, ახლა შტაბადაა ქცეული. ე.წ კოორდინატორები სიებით ხელში დგანან და ამოწმებენ, ვინ მიდის და ვინ არა თბილისის აქციაზე. შენობასთან დაცვა დგას და შიგნით მედიის წარმომადგენლებს არ უშვებს.
"პირველების" კითხვაზე, რატომ იცავთ რუსულ კანონს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს პასუხი არ აქვთ. გავრცელდა ინფორმაცია,რომ დედაქალაქში წასვლის სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულსაც ურიგებენ.
პასუხი ბევრი მაქვს, მაგრამ „ნაციონალებისა მეშინია. რომ ვთქვა რამე და ისინი მოვიდნენ, მერე? ჩაგვქოლავენ, როგორც აქამდე ჩაგვქოლეს, - ამბობს რუსული მარშის მონაწილე.
მოქალაქეების ნაწილი ამტკიცებს, რომ მობილიზაცია არ არის გამოცხადებული და აქციაზე საკუთარი სურვილით მიდიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტობუსები, რომლითაც "ოცნებას" საჯარო მოხელეები თბილისში რუსულ მარშზე მიჰყავს, ნახევრად ცარიელია.