ევროპა თუ რუსეთი? - რას ამბობს პოლიციის შეფი მოსალოდნელ სანქცირებაზე

29.04.24 16:03
ევროპა თუ რუსეთი? - რას ამბობს პოლიციის შეფი მოსალოდნელ სანქცირებაზე

ევროპა თუ რუსეთი? - მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარებმა "ხარებასა" და ვაჟა სირაძის მოსალოდნელ სანქცირებასთან დაკავშირებით ისაუბრეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მედიასთან პირველად გამოჩნდა.

ვაჟა სირაძე მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით ვრცლად არ საუბრობს - "ყველაფერი კარგად იქნება" - უთხრა მან ტვ პირველის ჟურნალისტს. 

"ყველაფერი კარგად იქნება, დამერწმუნეთ. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს კურსი ევროპისკენ არის და ღირსებით ევროპისაკენ ყველა ერთად მივდივართ", - ამბობს ვაჟა სირაძე.