პედაგოგების დემარში "ოცნებას" - მასწავლებლები, რომლებიც რუსულ მარშს არ უერთდებიან

29.04.24 16:02
პედაგოგების დემარში "ოცნებას" - მასწავლებლები, რომლებიც რუსულ მარშს არ უერთდებიან

მასწავლებლების დემარში "ქართული ოცნების" ზეწოლასა და ტერორს - ივანიშვილის პარტიამ დღეს ევროკავშირის საწინააღმდეგო რუსული კანონის დაცვა ყველას ვერ აიძულა. იმის საჩვენებლად, რომ არც რუსულ მარშზე წავიდნენ და არც რუსულ კანონს უჭერენ მხარს, პედაგოგები ერმანეთის მიყოლებით სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებენ. ნაწილი წერს, რომ გაკვეთილის თემა ევროპაა, მეორე  ნაწილი მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის შესახებ უყვება. 

მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში დილიდან პედაგოგი თემო სუყაშვილი მოზარდებს გაკვეთილს სამოქალაქო აქტივიზმისა და გეოგრაფიის შესახებ უკითხავს. ევროპის და ილია ჭავჭავაძის პრინციპების შესახებ ესაუბრება პედაგოგი ეთერ ხარებაშვილი ყვარლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. რუსულ კანონს ჩხოროწყუს სკოლიდან არას ეუბნება პედაგოგი მარიამ სიჭინავაც. სიმბოლურია ისიც, რომ წალენჯიხის საჯარო სკოლაში დღევანდელი საგაკვეთილო პროცესის მთავარი თემა "ჯაყოს ხიზნებია". თბილისში ჩამოსვლასა და რუსულ მარშში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პედაგოგმა ეკა წულუკიძემაც. გუშინდელი აქციიდან გურიაში დაბრუნდა პედაგოგი ირმა გორდელაძეც.