ლუდის დასალევად ვართ შეკრებილები - საჯარო მოხელეების პირველი კოლონა თბილისშია

29.04.24 17:30
ლუდის დასალევად ვართ შეკრებილები  - საჯარო მოხელეების პირველი კოლონა თბილისშია

საჯარო მოხელეების პირველი კოლონა თბილისშია - კახეთიდან წამოყვანილი ხალხი ახლა რიყეზე ელოდება რვა საათს, რომ რუსთაველზე მივიდნენ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

თელავიდან, ყვარლიდან და საგარეჯოდან მერიის და საკრებულოების თანამშრომლების გარდა წამოიყვანეს ექიმებიც. ტრანსპორტირება და კვება უფასო იყო. ანტიევროპული დემონსტრაციის მონაწილეებს სიმბოლურად 50-50 ლარიც კი დაურიგეს.

სამთავრობო აქციის მონაწილეებს იმდენად ესირცხვილებათ რუსული კანონის დაცვა, რომ ჟურნალისტებს ემალებიან, ან გარბიან, ან მანქანებში იკეტებიან.

"ჩვენ ჩამოვედით, ჯერ არც ჩამოვსულვართ, ლუდის დასალევად ვართ შეკრებილები აქ. ჩამოვედით ხულოდან მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად", - ამბობს აქციის მონაწილე.