რეგიონები პარალიზებულია - თბილისში დაგეგმილი რუსული მარშის გამო ყველა სახელმიფო უწყება დაკეტილია

29.04.24 17:31
რეგიონები პარალიზებულია - თბილისში დაგეგმილი რუსული მარშის გამო ყველა სახელმიფო უწყება დაკეტილია

რეგიონები პარალიზებულია. ყველა სახელმწიფო უწყება და კაბინეტი ცარიელია. ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციისთვის თბილისში იძულებით წამოყვანილი საჯარო მოხელეების გამო მოსახლეობა საჭირო სერვისებს ვერ იღებს. საბიუჯეტო ორგანიზაციებს დღეს, ძირითადად, დაცვის თანამშრომლები ამაგრებდნენ.

"პირველები" ოზურგეთის მერიაში მივიდა, სადაც ყველა კაბინეტი დაკეტილი დახვდა. შენობაში მხოლოდ 2-3 თანამშრომელი იყო. ანალოგიური მგომარეობა იყო გუბერნიაშიც, საკრებულოშიც. ერთ-ერთ სამსახურში "პირველებს' განუცხადეს, რომ 70 თანამშრომლიდან 50 თბილისში, აქციაზე იყო წასული.

იგივე მდგომარეობაა ლნჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც - საჯარო უწყებები აქაც სრულად პარალიზებულია.