"საგულაოდ" ვართ ჩამოსულები, საუნაში მივდივართ - აქციაზე ჩამოყვანილი მოქალაქეები

29.04.24 17:29
"საგულაოდ" ვართ ჩამოსულები, საუნაში მივდივართ - აქციაზე ჩამოყვანილი მოქალაქეები

 

 

რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები თავის მართლების რეჟიმში გადავიდნენ -  ნაწილი "პირველების" კორესპონდენტის კითხვებს გაურბის.

"საგულაოდ ვართ ჩამოსულები, საუნაში მივდივართ" - ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აქცია პარლამენტის წინ დღეს, 20:00 საათზე დაიწყება. სცენაზე გამოვლენ და სიტყვით წარდგებიან ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი. ხელისუფლების კონტრაქციის პარალელურად რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ვაკის პარკში შეიკრიბებიან და ივანიშვილის გუნდის ინიციატივას კიდევ ერთხელ ეტყვიან არას.