ჯერ სიმღერის ხასიათზე ვარ და მერე გიპასუხებთ - "ოცნების" აქციის მონაწილე

29.04.24 17:53
ჯერ სიმღერის ხასიათზე ვარ და მერე გიპასუხებთ - "ოცნების" აქციის მონაწილე

 

 

"ჯერ სიმღერის ხასიათზე ვარ და მერე გიპასუხებთ" - ასე პასუხობს კახეთიდან სამთავრობო აქციაზე დასწრების მიზნით ჩამოყვანილი მოქალაქე "პირველების" შეკითხვას.

რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების ნაწილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციას არ უერთდებიან.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აქცია პარლამენტის წინ დღეს, 20:00 საათზე დაიწყება. სცენაზე გამოვლენ და სიტყვით წარდგებიან ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი. ხელისუფლების კონტრაქციის პარალელურად რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ვაკის პარკში შეიკრიბებიან და ივანიშვილის გუნდის ინიციატივას კიდევ ერთხელ ეტყვიან არას.