ჩემი დაკავება უსამართლო და უკანონო იყო - ალექსი პეტრიაშვილი

29.04.24 18:08
ჩემი დაკავება უსამართლო და უკანონო იყო - ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც მოსამართლემ ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლა, მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ აქციაზე ის უკანონოდ დააკავეს. მისი თქმით, ის სხვა პოლიციელებმა დააკავეს, ოქმი კი სულ სხვა პირებმა შეადგინეს. 

რუსთაველის გამზირზე , პარლამენტის წინ არსებულ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარ სიტუციაში მოხდა ჩემი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტელევიზიის კადრებშია ასახული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული. ჩემი დაკავება აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსამართლო იყო. ოქმის შედგენის და დაწერის პროცესში მონაწილეობდნენ სულ სხვა ადამიანები, რომლებიც საერთოდ, იქაც არ იყვნენ. იქ ვინც იყვნენ, უშუალოდ დამკავებლები, ამ დარბაზში არ იყვნენ, - ამბობს პეტრიაშვილი. 

ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს პეტრიაშვილიც ადვოკატიც. 

გვაქვს ამინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სადაც თურმე წერია, რომ ბუკა პეტრიაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ლამობდა პოლიციის კორდონის გარღვევას ხელებაქეული ადამიანი, რომელიც დამშიდებისკენ მოუწოდებდა. პირდაპირ ეთერში გასული უტყუარი კადრების ოქმში გაყალბება მიმდინარეობს. ამის შემდეგ რა სამართლიანობზე ვლაპარაკობთ? დაკავება იყო ჩვეულებრივად პოლიტიკური, - ამბობს ლევან სამუშია.  

ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე დღესაც მივა და რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს. 

შეგახსენებთ,რომ ევროინტეგრაციის საკითხებშიი ყოფილი სახელმწოფო მინისტი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოდან გამოუშვა, მაგრამ დროებით. ადმინისტრაციული წესით დააკავებენ  თუ ჯარიმას შეუფარდებენ ექს მაღალჩინოს, ეს პირველ მაისს გაიკრვევა. მოსამართლემ ადვოკატის თხოვნით პროცესი ორი დღით გადადო.