პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია საპარკინგე სივრცედ არის გადაქცეული

29.04.24 18:28
პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია საპარკინგე სივრცედ არის გადაქცეული

პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია საპარკინგე სივრცედ არის გადაქცეული - რეგიონებიდან ჩამოსული მიკროავტობუსები ათონელის რეზიდენციასთან ყოველგვარი წესის დარღვევით არის გაჩერებული.

ათობით გაჩერებული ტრანსპორტი საავტომობილო გზაზე დგას, მათ შორის, ქვეითებისთვის განკუთვნილ პერიმეტრზე.

მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებისა, ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მობილიზებულები არ არიან.