ბათუმში, ერას მოედანზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იმართება

29.04.24 19:51
ბათუმში, ერას მოედანზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იმართება

მაშინ, როდესაც დედაქალაქის ცენტრში "ქართული ოცნება" ახალგაზრდებს კონტრაქციას უწყობს და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას მართავს, ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილები ივანიშვილის ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ევროპულ არჩევანს ბოლომდე დაიცავენ.

აქცია იმართება სამეგრელოშიც. სამეგრელოს ცენტრში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მოეწყო. ზუგდიდიდან საჯარო მოხელეებს მოუწოდეს, არ წავიდნენ შვილების თაობის წინააღმდეგ.