თბილისის მერია "ოცნების" კონტრაქციაზე ჩამოსულ მძღოლებს პარკინგის საფასურს არ ახდევინებს
"ქართული ოცნების" აქციაზე რეგიონებიდან ჩამოსული მძღოლები დედაქალაქში უფასო პარკინგით სარგებლობენ - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
როგორც მედიას თბილისის მერიამ განუცხადა, ივანიშვილის ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, მათ შორის, საავტობუსო ზოლები და საფეხმავლო გზები.
ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე მოთხოვნილია სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიების გატარება. შესაბამისად, წინასწარ განისაზღვრა შეკრებისთვის საჭირო საპარკინგე ადგილები“, - უთხრეს თბილისის მერიაში "რადიო თავისუფლებას".
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" კონტრაქცია უკვე დაიწყო. ამჟამად სიტყვით თბილისის მერი, კახა კალაძე გამოდის. მანამდე კი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.