რუსთაველის გამზირს ხალხი ისე ტოვებს, რომ ივანიშვილის გამოსვლას არც კი ელოდება
სამთავრობო აქციის მონაწილეები ისე ტოვებენ რუსთაველის გამზირს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის არც კი მოუსმენიათ.
რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანები დედაქალაქის მთავარ გამზირს ორკესტრირებულად ტოვებენ.
ბავშვი დაიღალა და მაგიტომ მივდივარ. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას გადავახვევ" - ამბობს აქციის მონაწილე.
თბილისში, სავარაუდოდ, იძულებით ჩამოყვანილი ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დროებით, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე დატოვეს.
საპირფარეშოში მივდივართ და უკან დავბრუნდებით. ბიძინასაც მოვუსმენთ და ყველას. იქ არ იყო საპირფარეშოები. ამ დროს რომ იყოს ბიძინას მიმართვა მერე რა მოხდა, ისე მოვუსმენ ბიძინას მიმართვას", - აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე.
რუსული მარშის მონაწილე ადამიანები "პირველებთან" იმასაც ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზით ტოვებენ.
მოხუცი ვარ და მივდივარ. შვილიშვილებმა მომაკითხეს და მივდივარ. ბიძინა ივანიშვილს ვერ დაველოდე, რადგან წნევამ ამიწია. დავუჯდები ტელევიზორს ახლა და ისე ვუყურებ", - ამბობს აქციის მონაწილე.
"ოცნების" მხარდამჭერი იმასაც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას "ავტომობილი უყიდა" და სწორედ პარტიის თავმჯდომარის მიერ ნაჩუქარი მანქანით წავა სახლში.
აქციაზე არ ვყოფილვარ. სახლში მივდივარ. ქუთაისელი ვარ და აქ ვცხოვრობ აბაშიძეზე. ფეხით არ მიწევს სახლამდე ასვლა. ბიძინა ივანიშვილმა მიყიდა მანქანა და იქ მელოდება წინ და მაგით ავალ", - აცხადებს რუსული მარშის მონაწილე.