მოდელირებული ტაში ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციაზე

29.04.24 21:03
მოდელირებული ტაში ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციაზე

მოდელირებული ტაში ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციაზე - საგანგებოდ ბიძინა ივანიშვილისთვის ოვაციების იმიტაცია ჩაწერეს და ამით თავი დაიზღვიეს. თუ ოლიგარქის სიტყვით გამოსვლის დროს იძულებით მიყვანილმა ადამიანებმა ტაში არ დაუკრეს, მაშინ ხმის გამაძლიერებლებში ჩანაწერს გაუშვებენ, რომ ოლიგარქმა უხერხულობა არ იგრძნოს.

ასეთი რამ არცერთ დემონსტრაციაზე არავის ახსოვს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რატომ დგას რუსთაველზე. ვინც იცის, გამოჩენის იმდენად ეუხერხულება, რომ იმალება. მოჩვენებით ერთობაზე იდგნენ გამორჩეული მეოცნებეები. ისეთები, ვინც რუსული კანონის მხარდაჭერის ნაცვლად ჯილდოს ელოდებიან.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.