რა სადამსჯელო მეთოდებით ჩამოიყვანა "ოცნებამ" საჯარო მოხელეები თბილისში?
რა სადამსჯელო მეთოდებით ჩამოიყვანა "ოცნებამ" საჯარო მოხელეები თბილისში. იმ ხალხის ნაწილი, ვინ ახლა რუსთაველზე დგას პირად შეტყობინებებში გვწერდა, რომ რუსულ მარშში მონაწილეობა მათი სურვილი არ იყო და მათ მუქარით აიძულეს ანტიევროპულ აქციაზე დამდგარიყვნენ. ის, ვინც ვერ წამოვიდა თბილისში, ვალდებული იყო მის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი გამოეშვა. ტრანსპორტირება, კვება და 50 ლარი საჩუქრად. რეგიონებიდან წამოყვანილ ხალხს რუსული კანონის მხარდაჭერისთვის ანაზღაურებასაც დაჰპირდნენ.
წამოიყვანეს და თან ის ფრაზები დააზეპირებინეს, რომელიც კრიტიკული მედიის კითხვებზე უნდა გაეცათ. თუმცა ყველამ ვერ დაიმახსოვრა "ოცნების" რუსული მესიჯი. ამიტომ ზოგი ამბობდა, რომ ქორწილში მიდიოდა, ზოგი კი ივანიშვილის სანახავად. ფაქტია, რომ დღეს ყველა სახელმწიფო დაწესებულება სრულად პარალიზებულია. ოზურგეთში ბაღებში ბავშვები მშივრები დატოვეს, რადგან მთელი პერსონალი მზარეულების ჩათვლით თბილისში წამოიყვანეს.