ბიჭი საქართველოს დროშით აქციიდან პრეზიდენტთან მივიდა - რა აქვს სათქმელი ზურაბიშვილისთვის სანდრო ჯოხაძეს

30.04.24 14:00
ბიჭი საქართველოს დროშით აქციიდან პრეზიდენტთან მივიდა - რა აქვს სათქმელი ზურაბიშვილისთვის სანდრო ჯოხაძეს

ბიჭი საქართველოს დროშით აქციიდან პრეზიდენტთან მივიდა - სკოლის მოსწავლე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელებმა დააკავეს, დროშა გაუთელეს და 2 დღით იზოლატორში მოათავსეს სანდო ჯოხაძეა.

სანდო ჯოხაძემ პრეზიდენტისგან საჩუქრად დროშა და რამდენიმე წიგნი მიიღო. მასთან ერთად რეზიდენციაში იმყოფებოდა მისი მეგობარიც, რომელიც აპრილის აქციზე სპეცრაზმის დაკავებას გადაურჩა, თუმცა მისი დროშაც დაზიანდა. 

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ  პრეზიდენტისგან მოისმინეს სიტყვები, რომ ის ქართველი ხალხის გვერდით დგას.