ჩემი ძმა ცემეს ტატუს და წვერის გამო - მორიგი ძალადობის ფაქტი თბილისში

12.07.21 14:44
ჩემი ძმა ცემეს ტატუს და წვერის გამო - მორიგი ძალადობის ფაქტი  თბილისში

თბილისში მცხოვრები ნინო გორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმა ტატუსა და წვერის გამო 7-მა პირმა სცემა.

ჩემს ძმას სცემეს. ძალიან. ტატუს და წვერის გამო. 7-მა ადამიანმა. აი 13 საათი რომ იმუშავა ვირივით და სახლში რომ მოდიოდა მეტროთი. მე დამიმალეს, ეხლა გავიგე. ეხლა ვის გადავუხადო მადლობა და რას მოვეკიდო გაგებით, ხომ ვერ მეტყვით?
არავის არ მივთაგავ, არავის არ ვთხოვ რაიმე გამოძიებას. უდედმამოდ ჩემი გაზდილია, როგორც მაგას სტკივა, ისე მტკივა მე.
პროფესორი ვარ და 4 დიპლომით, მაგრამ თქვენი უნიათო და დამპალი კარგიც მო.... ნ -  წერს სოციალურ ქსელში ნინო გორგაძე.