საპატრიარქო ყარს – მრევლის წევრმა მეუფე იაკობს ქადაგება შეაწყვეტინა
"საპატრიარქო ყარს" - ამ სიტყვებით მიმართა დღეს მრევლის წევრმა ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს ქადაგების მიმდინარეობისას.
ქალმა სასულიერო პირები 5 ივლისს ძალადობის მოწოდებაში ღიად დაადანაშაულა.
თქვენ სად იყავით, სად იყავით, რატომ არ დაუდექით იმ ხალხს გვერდით. ასეთი ქადაგებით შეიძლება, თავისუფლება, დემოკრატია მოვიპოვოთ?! სად იყავით თქვენ? კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები? ეს ქადაგება არ არის, ეს ერის უკან სვლა. მომისიეთ ეს ხალხი, ჩამქოლეთ. რა გინდათ ჟურნალისტებისგან, რა გინდათ ამ ადამიანებისგან. ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა. ეს ყველაფრის მიწასთან გასწორებაა. საპატრიარქო სად იყო, რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, თქვენ ხედავთ იმ კადრებში. დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო" - განაცხადა მოქალაქემ.